12:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 21:05:58, 1497 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით

რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით,- ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ დაწერა. მისი თქმით, თუ ეს ასე არ არის, რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს დოკუმენტი.

„რუსების მხრიდან თავიანთი „მემორანდუმის“ გაგზავნის შიში აჩვენებს, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით და მათ ეშინიათ გამოააშკარავების, რომ ისინი აჭიანურებენ სამშვიდობო პროცესს. თუ ეს ასე არ არის, მათ უნდა გადმოგვცენ დოკუმენტი დაუყოვნებლივ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, და შეწყვიტონ თამაში, რაც აჩვენებს, რომ მათ სავარაუდოდ სურთ, რომ შემდეგი შეხვედრა ცარიელი იყოს“, – წერს ტიხი.

მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა არაკონსტრუქციული უწოდა უკრაინის მოთხოვნას, დაუყოვნებლივ წარადგინონ დოკუმენტი. მისი განცხადებით, რუსეთს უკრაინისგან ჯერ არ მიუღია თანხმობა 2 ივნისს სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ კრემლი არ აპირებს პროექტების შინაარსის საჯარო განხილვას. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დახურულ და არა საჯარო რეჟიმში უნდა წარიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics