19:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 11:37:57, 595 ნახვა

მსოფლიო
ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის განცხადებით, „პედრამ მადანი სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჯაშუშად მუშაობდა“.

„პედრამ მადანის იდენტიფიცირების, დაპატიმრების, სისხლის სამართლის პროცესის სრული პროცესისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურების შემდეგ, იგი მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და სიკვდილით დასაჯეს“, - აცხადებს ირანული მედია.

ცნობისთვის, გასულ თვეში ირანმა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით კიდევ ერთი ირანის მოქალაქე, მოსენ ლანგარნეშინი სიკვდილით დასაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics