16:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:29:12, 887 ნახვა

კომენტარი
ნუგზარ სურმანიძე: ეს დღე აჭარის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო - საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დღეს აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან მოევლენას დაედო საფუძველი. დაიწყო ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა. ეს დღე აჭარის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საქართველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. აშენდება 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მოემსახურება ყველა ასაკის პაციენტს“, - განაცხადა მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება.

ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა.

სამშენებლო მოედანი ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. 2-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართი 22107მ2 შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics