23:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 13:28:33, 683 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ბიზნეს სესიები გაიმართება

საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობას იწყებს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ბიზნეს სესიებს გამართავენ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები გაუძღვებიან. დასწრება ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე დამწყები მეწარმეებისთვის თავისუფალი იქნება. ბიზნეს სესიები აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

პარტნიორობის ფარგლებში, ჯამში 6 სესია გაიმართება. ბიზნეს სესიები აუდიტორიას დაეხმარება, სწორად და სიღრმისეულად შეაფასონ იდეა, რომელსაც შემდგომში ბრენდად აქცევენ, აირჩიონ ოპტიმალური იურიდიული ფორმა, იპოვონ კონკურენტული უპირატესობა, მოიძიონ ფინანსები და რესურსები. შექნან საუკეთესო გუნდი, რომელიც ბიზნესის გაციფრულებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება.

იხილეთ ბიზნეს სესიების განრიგი:

  • 14 მაისი, 20:00 — ბიზნეს იდეის გენერირება, რეგისტრაცია და იურიდიული ფორმის შერჩევა (დავით მარკოზაშვილი);
  • 21 მაისი , 20:00 — ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი (ვასკა ჩუბინიძე);
  • 28 მაისი, 20:00  — გუნდის შექმნა და მართვა (ნინო ოხანაშვილი);
  • 4 ივნისი , 20:00 — ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება (გიგა ფაიქიძე);
  • 11 ივნისი, 20:00 — ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია (მარიამ ბებიაშვილი);
  • 18 ივნისი, 20:00 — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია (გიორგი ბერეჩიკიძე).

პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics