|
2025-05-08 20:14:08, 768 ნახვა
მსოფლიო
კონკლავმა ახალი პაპი აირჩია
იქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ 133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია. პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს კარდინალი პროტოდიაკონი მამბერტი უახლოეს საათში გამოაცხადებს - ცნობილი ფორმულით: HABEMUS PAPAM (ჩვენ გვყავს მამა). გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას - URBI ET ORBI - ქალაქსა და ქვეყნიერებას. თეთრი კვამლი ასევე გვამცნობს, რომ კანდიდატმა ხმათა ორი-მესამედის მოგროვება შეძლო. (აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ხმათა მარტივი უმრავლესობა - ნახევარზე ერთით მეტი სჭირდება). კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო. შემდეგ დღეებში ოთხი კენჭისყრა იმართება ყოველდღიურად - ორი დილით, ორი საღამოს. დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია - მეოთხე სესიაზე. აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტე და ფრანცისკე კონკლავის მეორე დღის მეოთხე და მეხუთე სესიებზე აირჩიეს. იოანე-პავლე მეორე კი მესამე დღეს, რიგით მერვე კენჭისყრაზე, აირჩიეს. მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდხანს კონკლავი ხუთ დღეს, პიუს მეთერთმეტის არჩევისას გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)