10:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 14:33:48, 579 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი კიევის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალს ვერ ხედავს

პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალი კიევიდან უნდა მოვიდეს, მოსკოვი ამ მიმართულებით ვერანაირ ქმედებას ვერ ხედავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევიდან, ჯერჯერობით, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ვისგან ელოდება რუსეთი სიგნალს უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის.

მისი თქმით, გრძელდება აშშ-ის ძალისხმევა პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით.

„შეერთებული შტატები აგრძელებს ძალისხმევას პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით. რუსული მხარის, პრეზიდენტის მზადყოფნა არაერთხელ დადასტურდა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან მშვიდობიან კალაპოტში გადასვლის მიზნით“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics