04:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 17:05:09, 618 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ეკონომიკის მინისტრი - იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა შეთანხმებაზე ძალიან ბევრი იმუშავეს - მნიშვნელოვანი პროგრესია, ორივე გუნდის მომლაპარაკებლების წყალობით იურისტებმა შეთანხმების პროექტში სწორი აქცენტები გააკეთეს“, - განაცხადა იულია სვირიდენკომ.

მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება უკრაინის რადას მიერ უნდა მოხდეს.

„ვემზადებით, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმებას ოფიციალურად გავაფორმებთ“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

„შეიძლება შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწეროს“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics