23:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 12:41:56, 531 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება

საქართველოს ბანკი განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას Touch Platform-თან და კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს უჭერს მხარს. ამჯერად, 24 აპრილს, ციფრული დიზაინის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს უმასპინძლებს.

ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის "დიზაინ ქომუნითის" მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, სანაცნობო წრის გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარისთვის მომზადების გზით.

ფესტივალი რამდენიმე საკითხის ირგვლივ გააერთიანებს სპიკერებსა და აუდიტორიას. ესენია:

  • UI/UX დიზაინი
  • გენერირებული დიზაინი - (კრეატივი, AI, ახალი მედიები)
  • Motion Design, 3D
  • AR, VR, XR

აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს საინტერესო პრეზენტაციები, დაესწროს პანელურ დისკუსიებს, გაიღრმავოს ცოდნა და უნარები ვორკშოპებზე და გაიცნოს თანამოაზრეები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები Netflix-დან, Discord-დან, Hanzo-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან. სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/touმchrgb25

ფესტივალის ბილეთების შეძენას Early Bird ფასად შეძლებთ ვებგვერდიდან: https://touch.ge/touchrgb25

ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები არიან: Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს.

ღონისძიებაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics