|
2025-04-01 14:02:31, 643 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯია მელონი - მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ
მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი პარიზის სასამართლოს მიერ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა, რომელმაც ლე პენი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. „არავის, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერა, შეიძლება გაუხარდეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის ლიდერზე გავლენას ახდენს და მილიონობით მოქალაქეს წარმომადგენლობას ართმევს“, - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი. მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ძალიან დიდი ამბავი“ უწოდა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ამბავია. ამის შესახებ ვიცი და ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ განაჩენს არ გამოიტანდნენ. მას კენჭისყრაში მონაწილეობა ხუთი წლით აეკრძალა და ის მთავარი კანდიდატი იყო. ეს ამ ქვეყანას ჰგავს, ამ ქვეყანას ძალიან ჰგავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)