21:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 11:42:47, 692 ნახვა

მსოფლიო
სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსებაზე უარი განაცხადა

ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„სომხურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ОДКБ -ს სამდივნოს, რომ თავს იკავებს „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ გადაწყვეტილების ხელმოწერისგან და, შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.

უწყების განმარტებით, ОДКБ -ს შიდა პროცედურების შესაბამისად, ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, ОДКБ-ს წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics