00:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 12:17:13, 677 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

“კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია”, - განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics