08:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 16:22:02, 449 ნახვა

მსოფლიო
კარასინი - რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება

რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები სრული ტემპით მიმდინარეობს.

კითხვაზე, არის თუ არა მხარეებს შორის რაიმე ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა: „როგორ შეიძლება არ იყოს, თუ უკვე ამდენი ხანია - სამი საათია - ვსხედვართ და სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს“.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსულ-ამერიკული შეხვედრები ექსპერტების დონეზე კიდევ გაიმართოს, კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით დაიგეგმება.

„ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია. მოიცადეთ, მოგვიანებით დავგეგმავთ“,- განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics