2016-03-10 13:48:17, 806 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: აბსოლუტური ტყუილია, ნოდარ ხადური წასვლას არ აპირებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ფინანსთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.
„ორი წუთის წინ ერთად ვიყავით. თუ იუმორის საღამო გვაქვს, შეგვიძლია გავაგრძელოთ იუმორი. აბოსლუტური ტყუილია და არც აპირებს“, - განაცხადა სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან