19:53 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 10:02:15, 901 ნახვა

კომენტარი
კალაძე: დესტრუქციული ჯგუფები მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის და ენერგეტიკის დარგის დისკრედიტაციას

ჩვენთვის სამწუხაროდ, ქვეყანაში არის გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის, ზოგადად, ენერგეტიკის დარგის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებული განცხადებები სრულიად გაუგებარია, თუმცა საზოგადოება კარგად იცნობს ამ ადამიანებს, რომლებისთვისაც რუსეთისთვის მაგისტრალის მიყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შეძენა სამშობლოს ღალატად მიაჩნიათ.

„ჩვენთვის სამწუხაროდ, ქვეყანაში არის გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის, ზოგადად, დარგის დისკრედიტაციას და თავიანთ სიცრუეზე, დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებებით აქვთ სურვილი, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს არაფერი კეთდება ენერგეტიკაში, არ ხორციელდება პროექტები, კალაძე არის კორუმპირებული. ესენი არიან ის ადმაიანები, ვინც საუბრობდა, რომ ამ მაგისტრალის მიყიდვა რუსეთისთვის, არანაირი პრობლემა არ იყო. თუმცა, თუ ჩვენ დამატებით მოცულობებს შევიძენთ რუსეთიდან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და სამშობლოს ღალატი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს გუშინ მოაწერეს ხელი. ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics