09:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 17:10:52, 333 ნახვა

ეკონომიკა
„მეღვინეობა ბარაკონის“ დამფუძნებელი - სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის განხორციელება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოში „მეღვინეობა ბარაკონი“ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საწარმოს უკვე გადამუშავებული აქვს 100 ტონა ყურძენი და 100 ტონის გადამუშავებას კიდევ გეგმავს.

"კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტს  ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 

საწარმოს დამფუძნებლის, კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში კარგი მოსავალია და ყურძნის ხარისხიც  კარგია.  სახელმწიფოს მხრიდან  სუბსიდირების პროგრამის განხორციელება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. 

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, მოსავლის სრულად და დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის  4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. 

მინისტრთან ერთად საწარმოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics