2024-05-31 15:41:07, 333 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი გადაეცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი დამატებით კიდევ ერთ ნაგავმზიდს მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის პერიოდში მუნიციპალიტეტში იზრდება როგორც მოსახლეობის, ისე ტურისტების რაოდენობა, ახალი ტექნიკა ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),