18:18 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 10:29:32, 1480 ნახვა

სპეციალური ანონსი
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთს ეწვევა

12-13 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან გამართავს.

"შეხვედრა გაიმართება ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს, ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებს და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics