10:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 14:32:51, 938 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელიც სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით.

ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტული ნაკადების ზრდის, სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებისა და სხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საამიროები საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე, საამიროებში მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდა ამ ქვეყნიდან, რომელიც ტრადიციულად მაღალ მხარჯველ უნარიანობით გამოირჩევა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, საამიროებიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სამი ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში 40 სიხშირით ახორციელებს, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას განსაკუთრებულად უწყობს ხელს. ასევე ვისაუბრეთ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე. საამიროების ეკონომიკის მინისტრთან შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ ერთმანეთთან, რათა ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის კერძო სექტორს, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს უზრუნველყოფს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics