10:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 11:09:56, 894 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ფესტივალს, სამი დღის განმავლობაში, დევონის საგრაფო, დარტინგტონის სასახლე მასპინძლობდა.

"ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე სხვადასხვა ღვინო. ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც ღვინის მაგისტრები საარ ებოტი (Sarah Abbott) და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი (Justin Howard Sneyd) უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულოც.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია; შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics