21:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 12:48:45, 1316 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.

"ღონისძიებას თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი, მისიის უფროსის მოადგილე ანდერს ტრელბორგი და ნატოს ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი დაესწრნენ.

აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი. 

ეროვნული გვარდია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული და თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისების მართვის ინიციატივის აქტიური მონაწილეა", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics