00:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 14:21:11, 1529 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთის სარდლობის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზებზე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზები მოინახულა და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

თავდაცვის ძალების მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონი, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზა და მე-6 საარტილერიო ბრიგადა მოინახულა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მეთაურებისგან მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში და 2023 წლის გეგმები მოისმინა. 

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ყაზარმებს, სპორტულ დარბაზებს, ავტოპარკს და სასადილოებს. დასრულდა ბაზებზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, შიდა გზების მოწესრიგება. 

სამხედრო ბაზები თავდაცვის ძალების მეთაურმა, მის მოადგილესთან გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან,ა დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან და ლოჯისტიკის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კახა ტაბატაძესათან ერთად მოინახულა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics