12:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 22:02:35, 3406 ნახვა

Lifestyle
მეგან მარკლი შესაძლოა პრინც ენდრიუს არასრულწლოვანთა გაუპატიურების საქმეზე მოწმე გახდეს

პრინც ენდრიუსთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ერთ წელზე მეტია გაჭიანურდა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სულ უფრო მეტ წევრს იზიდავს. ცოტა ხნის წინ მოსამართლეს წარუდგინეს ჯეფრი ეპშტეინის და ვირჯინია ჯუფრის მანამდე უცნობი ფოტო ხის სახლის ვერანდაზე, რომელიც ფართოდ არის აღიარებული შოტლანდიაში ბალმორალის სამეფო რეზიდენციად. დღეს კი ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი, ეჭვმიტანილის ძმისშვილის ცოლი, შესაძლოა ჩაერთოს ამ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ 2002 წლიდან 2005 წლამდე მილიარდერი და ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა ათობით არასრულწლოვან გოგონაზე. მათ შორის, ვინც ეპშტეინის ამ მომსახურებით ისარგებლა, სავარაუდოდ იყვნენ ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრები ტონი ბლერი და ეჰუდ ბარაკი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი და ასევე დედოფალ ელიზაბეტ II-ის ვაჟი, პრინცი ენდრიუ. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ენდრიუს საერთოდ არ იცნობდა, თუმცა მათი ერთობლივი სურათები საპირისპიროს მეტყველებს.

2020 წლის ივნისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოიძახა პრინცი ენდრიუ სასამართლოში, მაგრამ შემდეგ პროცესი წინ არ წასულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics