2021-09-02 21:33:38, 1885 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი-კონგრესი გაითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ €75 მლნ დახმარება არ სჭირდებათ
კონგრესის წარმომადგენლები გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.
"შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ კონგრესის წარმომადგენლები გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ"-განაცხადა დეგნანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,