12:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 15:16:32, 3243 ნახვა

Lifestyle
ვენეციის კინოფესტივალის 78-ე გახსნა

შემოდგომის პირველ დღეს, ტრადიციულად ვენეციის კინოფესტივალის გახსნის პირველი დღე იზერიმეს. დაგეგმილი კინოპრემიერების რაოდენობა და ხარისხი ამ წელს ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ყველაზე დიდ აღიოტაჟს ორი კინოლენტის პრემიერა, პაბლო ლარაინის ბიოგრაფიული დრამა "სპენსერი: პრინცესა დიანას საიდუმლო" და მეგ ჯილენხოლის სადებიუტო ნამუშევარი "დაკარგული ქალიშვილი" გვპირდება.
ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბური, წითელი ხალიჩაა, რომელსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები, დიზაინერები და შოუბიზნესის სფეროს პატივცემული წარმომადგენლები მოუთმენლად, მთელი წლის მანძილზე ელოდებიან. 
შარშან, პანდემიის გამო ღონისძიება ძალიან მცირერიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით , მოკრძალებულ ფორმატში ჩატარდა. როგორც ჩანს, წელს, როცა ცივილიზებული სამყაროს გონიერი უმეტესობა ვირუსისგან დაცულია ვარსკვლავები და ღონისძიების ორგანიზატორები დაკარგული წლის ანაზღაურება გადაწყვიტეს და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა მოგვიწყეს.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics