2021-07-25 10:26:08, 994 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერია - „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს პლაკატების ჩამოხსნას, ხოლო ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში
„თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს პლაკატების ჩამოხსნას, ხოლო ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პლაკატებმა ქალაქის იერსახე დაამახინჯა და ეს უკანონო ქმედებაა.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.
აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),