2021-07-21 12:50:04, 847 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა და „ყველას ეყოფა“
დაავადებათა კონტროლის ეროვული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში „ძალიან მალე“ „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ საკმარისი დოზები, რაც „ყველას ეყოფა“.
„ძალიან მალე იქნება, ამ დღეებში. მოგიწოდებთ, ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა, რომელიც გნებავთ, ის გაიკეთეთ. საკმარისი დოზები იქნება, ისე, რომ ყველას გვეყოფა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,