22:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 23:06:22, 920 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - საქართველოში ინდური შტამი 15-20%-ით ცირკულირებს

„საქართველოში ინდური შტამი 15-20%-ით ცირკულირებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ ინდური შტამი მალე ბრიტანულ შტამებს ჩაანაცვლებს.

„27 დადასტურებული ინდური შტამის შემთხვევა არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ შემდეგ, დაახლოებით, შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს.

აბსოლუტურად რეალურია, რომ აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები, ეს ასე მოხდა იგივე ბრიტანეთში, რომელიც ყველაზე კარგი მაგალითია.

სხვათა შორის, დღეს ევროპაში, სამწუხაროდ, მესამე ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ევროპაში ბრიტანეთია, მერე მოდის კვიპროსი და მესამეზე ვართ ჩვენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics