23:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 16:04:51, 579 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინები არსად გამქრალა და დროულად მოხდა მათი მობილიზება

ვაქცინები არსასდ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვს, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი „მწარმოებლის შეფერხებამ გამოიწვია“.

„ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ ჩვენთან მოხსენებას, ასევე მოგვცემენ იმ კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს და მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ არანაირი რისკი და შეფერხება. დეფიციტის შექმნა გამოწვეულია იმ შეფერხებიდან, რომელიც ჰქონდა მწარმოებელს და მათი მხრიდან ამის ინფორმირება სამინისტროში მოდა 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა შემდეგ წყვეტა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში აღარ იყოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics