17:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 15:09:58, 996 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია

„დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შავლა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მონიტორიგნის უფლება უნდა ჰქონდეს.

„სწორი არ არის ამ საქმეებზე აპელირება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება.

დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა.

იცით, რომ პანსიონატში სოციალური მუშაკი იმყოფებოდა. დარწმუნებული ვარ, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ, იქ არსებულ პირობებს. შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ.

როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს, სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ.

ეკლესიასთან მოწესრიგებული ურთიერთობა გვაქვს, იცით, რომ არსებობს კონკორდატი, რომლის ჩარჩოებში მიმდინარეობს ურთიერთობა“, - განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics