00:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 00:38:37, 590 ნახვა

კომენტარი
მარიტა მუსელიანი - კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით, უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია

„კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით, უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ მოძრაობას სრულად აკონტროლებენ და ყველა გზაზე მათი კარავია.

„ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია და რამდენადაც შეგვეძლება, კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით.

ამ მანქანებმა აქ უნდა გაიარონ, ყველა შემთხვევაში და ჩვენი კარავი ყველა გზაზე გვაქვს, ორივე მხრიდან.

ამ მხრივ, მოძრაობას სრულად ვაკონტროლებთ. თუ ამ კარვებს პოლიცია კიდევ დაგვიშლის და შემდეგ ძალადობაში გადავა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მოძრაობენ.

ეტყობა, ერიდებიან, რადგან პროტესტი ახალი ძალებით, ახალი დაბრუნებულია და იმ კორდონს მიღმა არიან შეკეტილი.

ჯერჯერობით, მათი მოძრაობა არ შეგვიმჩნევია. რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ. აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics