04:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 19:37:26, 497 ნახვა

კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი - არ მგონია, რომ „გირჩის“ კანონპროექტი დღის წესრიგში იდგეს, 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია

„არ მგონია, რომ „გირჩის“ კანონპროექტი დღის წესრიგში იდგეს, 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების ნაწილი „ქართული ოცნებისგან“ მოტყუებული დარჩნენ.

„არ მგონია, რომ ახლა დღის წესრიგში უნდა იდგეს საკითხი ასე, როგორც ამას ეს პოლიტიკური გაერთიანება აყენებს. 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია.

ჯერ გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ, იმ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეს მათ შორის „გირჩის“ მონაწილეობით, რომელიც ამაზე საუბრობს.

მესმის, გარკვეული პარტიებისთვის რთულია, როდესაც, პრაქტიკულად, მოტყუებულები დარჩნენ „ქართული ოცნების“ შემდეგ.

„ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა მახინჯი და ბარბაროსული კანონპროექტი ამნისტიასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, ეს კანონპროექტი შეიძლება, გავიდეს.

ახლა ეძებენ გამოსავალს, მაგრამ ჯობს, ახლა იმ კანონპროექტზე კონცენტრირდენ, რომელიც მისაღებია.

არ მგონია, საერთოდ, ეს კანონპროექტი ინიცირებული იყოს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics