02:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 10:24:01, 557 ნახვა

კომენტარი
გენადი არველაძე - უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ

„ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა - ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს უნგრეთთან," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო - უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გენადი არველაძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ქართულ - უნგრული ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მხარდაჭერაზე. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით მიღებული სარგებელი გავზარდოთ და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქცია გავიტანოთ," - განაცხადა გენადი არველაძემ.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics