02:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 21:37:46, 539 ნახვა

კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე დმაინისის დაპირისპირებაზე - ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება

„ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი.

„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ ეს კონფლიქტი არ გადზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში. დეტალების გარკვევის შემდეგ,

ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი. მოსახლეობისგან ჩვენ მიმართ მომართვიანობა ინტენსიურად ხდება. ვალდებულებაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც ჩვენდამი არსებობს.

ყოფით ნიადაგზე მოხდა რამდენადაც ვიცი. აქ ჩვენი მრევლია, გვიკავშირდებიან, ყველასთვის სასარგებლოა მშვიდობა და ყველა ამისკენ იყო მოწოდებული. იმედი მაქვს, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ.

ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი, როგორღაც უნდა დასრულდეს“, - განაცხადა  ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics