2021-05-10 22:14:06, 569 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება
„თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლა ჯერ არ გადაუწყვეტია.
„თუ მე პარლამენტში შევედი, არ მაქვს გადაწყვეტილი არანაირად, უნდა ველაპარაკო კოლეგებს და ეს გადაწყვეტილება მივიღო, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება, ემოციურადაც“, - განაცხადა ნიკა მელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,