2021-05-10 20:24:53, 823 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება შესაძლებელი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება შესაძლებელი.
როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება შედგა.
„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც -ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად. კიდევ რა იქნება, ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,