|
2021-04-27 23:14:21, 696 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - პარლამენტში, სადაც ყველა მოძალადისა და ჯალათის შეწყალება მოხდება, არ შევალ
„პარლამენტში, სადაც ყველა მოძალადისა და ჯალათის შეწყალება მოხდება არ შევალ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არც ის და არც დაზარალებულები საქმის კურსში არ იყვნენ. „შარლ მიშელმა ეს დოკუმენტი რომ დადო, იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ამნისტიის ნაწილს უნდა დავთანხმებულიყავით? გვეკითხა, არც მე ვიყავი საქმის კურსში, არც დაზარალებულები, ვისთვის კეთდება? იძულებული გავხდი, შეზღუდული რესურსი მაქვს ციხეში მყოფს, გამოსავალი ვნახე, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარიცხინებ გირაოს, თუ გამოიწვევენ. თუ არ გამოიწვევენ, ბუნებრივია, ძალაში არ არის. რაც მე არ მეხებოდა და ჩემს შესაძლებლობას აღემატებოდა, ჩემ მაგივრად თანხმობა განაცხადეს, რა უნდა ვქნა მე? 20 ივნისის თარიღის გარშემო მოძალადეების ამნისტია გამოიწვევს უფრო მეტ კრიზისს, ვიდრე კრიზისის განმუხტვას. პირდაპირ გეტყვით, იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, გამიჭრდება შესვლა. 99.9% მე იქ არ და ვერ შევალ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)