17:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 16:05:42, 565 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - კრიზისის დასაძლევად საჭიროა ნორმალიზაცია და ჩემი საქართველოში ჩამოსვლა

„კრიზისის დასაძლევად საჭიროა ნორმალიზაცია და ჩემი საქართველოში ჩამოსვლა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა მიეცეს სამშობლოში დაბრუნებისა და მხარდამჭერებთან შეხვედრის უფლება

„პარლამენტში ოპოზიციური პარტიებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის შესვლა, იმ ფონზე, რომ ჯერ კრიზისი არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა.

პოლიტიკური კრიზისი გადალახვა მოგვცემს შესალებლობას, გადავლახოთ უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისთვის საჭიროა, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დაუყოფნებლივ იყოს გათავისუფლებული. ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე და იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა და არის კანონიერი.

შემდეგ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ნამოხვანის აქტივისტების, გიორგი მუმლაძის და ასე შემდეგ.

და მესამე მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვიდე ჩემ ქვეყანაში და მქონდეს საშუალება შევხდე ჩემ ამომრჩეველს. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია საჭირო, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში.

დღეს ყველა არის გაქცევაზე, არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი და ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგეს თავის ვიწრო პარტიულ ინტერსებზე მაღლა. მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე, მიუხედავათ იმისა თუ რას გადაწყვეთ თქვენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics