17:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 23:59:30, 543 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას პრეზიდენტი სამშაბათს შეიწყალებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას პრეზიდენტი სამშაბათს შეიწყალებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამავე დღეს ამნიისტიის შესახებ კანონი დარეგისტრირდება პარლამენტში.

„იყო სამუშაო ვახშამი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სადაც ვათანხმებდით შეთანხმების შესრულების დეტალებს, მათ შორის, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების იქნება სამშაბათი.

ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე სხვა გზებით ვერ მოხერხდა ნიკა მელიას გათავისუფლება, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმრობდან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics