23:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 00:20:54, 485 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, რომლის შესრულების შემთხვევაში დიალოგი გაგრძელდება

„დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, რომლის შესრულების შემთხვევაში დიალოგი გაგრძელდება“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან პასუხებს, თუმცა პროტესტისა და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

„კარგი არის ის, რომ გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმზე.

ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისა. ეს პირობებია - 1. შეწყდეს რეპრესიული ფონი და გამოვიდნენ პოლიციელები ხეობიდან, 2. აიღონ ის რკინის კონსტრუქციები, რომელიც არის 3. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები.

მათ გვითხრეს, რომ ამ მომენტში არ შეუძლიათ პასუხები გაგვცენ ყველა კითხვაზე, ამიტომ მათზე ვართ დამოკიდებული რა პასუხებს გაგვცემენ, პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად და ალბათ რამდენიმე დღე იქნება ამისთვის საჭირო.

მოკლედ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. ამ პირობების შესრულების შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, კონტრაქტზე და ა.შ.

პროტესტი გაგრძელდება, აქ მყოფ მოსახლეობას ვისაც სურვილი აქვს შეუძლია დაბრუნდეს სახლში და არ დაჯარიმდებიან, ხოლო ჩვენ დავბრუნდებით გუმათში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics