2021-04-14 22:42:27, 723 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - გახარია დეკორაცია იყო და რაღაც მომენტში ხელები დაიბანა
„დეკორაცია იყო და რაღაც მომენტში ხელები დაიბანა“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდი იქნება „ქართული ოცნება ბ“.
„პრემიერ მინისტრი იყო მათი გუნდის ლიდერი და გადადგა იმიტომ, რომ ვიღაცეებს სხვა აზრი ჰქონდათ. ეს არის არზს მოკლებული ამბავი თუ დეკორაცია არ იყავი და საქმეც მაგაშია, რომ დეკორაცია იყო და რაღაც მომენტში ხელები დაიბანა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ეს იქნება „ქართული ოცნება ბ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,