2021-04-09 20:54:49, 604 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოში აპრილის ბოლოს შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოში აპრილის ბოლოს შემოვა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები „ნოვავაქსთან“ და „ფაიზერთან“ თითქმის დასრულებულია.
„აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში 100 000 დოზა მეორე ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის” უნდა შემოვიდეს.
კონტრაქტამდე მისული არის უკვე მოლაპარაკებები „ნოვავაქსთან“ და „ფაიზერთან“ მილიონ-მილიონ დოზაზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,