12:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 10:27:28, 408 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილის განცხადებაზე პუტინის რუსეთი გამახსენდა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პუტინის რუსეთი გაახსენა. 

ამის შესახებ ალასანიამ "იმედის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

"მთავარი, რაც მე ყურში მომხვდა იყო ის, რაც მან თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე. ჩამოთვალა გვარები, რომ მათ შესწავლას აპირებს. პირდაპირ გამახსენდა პუტინის რუსეთი, როდესაც იერიშის მიტანა რუსეთში დაიწყო სწორედ იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებზეც დგას  რეალურად განვითარება, დემოკრატიული საზოგადოება დგას. ერთის მხრივ, საუბრობს, რომ ის გადავიდა საზოგადოებრივ სარბიელზე, რომ აქედან გასწიოს საზოგადოებრივი კონტროლი და სინამდვილეში იმას სპობს და იმას ურტყამს, რაზეც დგას ზოგადად, საზოგადოებრივი კონტროლი“,-განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ივანიშვილს ერთი სიტყვაც კი არ უხსენებია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც „ სოკოებივით ამოიზარდა“  რუსეთის დაფინანსებით.

ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ინტერვიუში ჭარბად იყო არასერიოზული განცხადებები  ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით.

„საერთოდ არა აქვს წარმოდგენა რამდენ ადამიანს აქვს კრედიტი აღებული  სწორედ უცხოურ ვალუტაში დოლარში და რამდენი ათასობით ჩვენი მოქალაქე დღითიდღე ღატაკდებოდა, როდესაც არ ერეოდა სახელმწიფო შესაბამისად,  რომ დაეჭირათ ეკონომიკური სტაბილურობა საქართველოში“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics