23:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 22:37:11, 634 ნახვა

კომენტარი
EU - მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მაკროფინანსურ დახმარების მიღების პირობაა

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობაა“, - ამის შესახებ ევროკავშირი განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა ცვლილებები და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო.

„1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა მრავალჯერ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და არსებული წესების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიაციტივას, რომ შეიცვალოს შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო.

ვწუხვართ, რომ საქართველოს ადრე უკვე ნაჩქარევი პროცესით აქვს განხორციელებული ამ კანონმდებლობაში ცვლილებები, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics