|
2021-04-05 21:53:10, 703 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც დაკავშირებულია დიდ შეკრებებთან
„ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც დაკავშირებულია დიდ შეკრებებთან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 90-95%-მდე. „დღეს პანდემიასთან ბრძოლისთვის მსოფლიოს მხოლოდ 5 იარაღი გააჩნია: პირველი, ეს არის პირბადე, რომელზე საუბრითაც, შესაძლოა, მოვაწყინეთ თავი მოსახლეობას, მაგრამ ამაზე უკეთესი, ამ ეტაპზე, არაფერი არ არის. ჩვენ გვქონდა 75%-იანი ტარების მაჩვენებელი იანვარში, რაც შედარებით კარგი იყო და სწორედ ამან იმოქმედა იმაზე, რომ ქვემოთ წამოვიდა ახალ შემთხვევათა რიცხვი. მაჩვენებელი შემდეგ 43%-ზე დავარდა და ახლა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ისევ 51%-ზე ავიდა. თუმცა, უნდა გვქონდეს 75%-ზე მეტი – კარგია 90-95%, რათა სერიოზულად ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა. მეორე – დისტანცია. მესამე – ჰიგიენური წესების დაცვა. მეოთხეზე მინდა ყურადღების გამახვილება. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რაც სხვადასხვა ლოკაციაზე გამოვლენილ ეპიდაფეთქებებს ნიშნავს. ყველა ეს კლასტერი დაკავშირებულია დიდ სუფრებთან, ქორწილებთან, ჭირის სუფრებთან და დიდ შეკრებებთან. ყველა კლასტერი – სამეგრელოში, გურიაში, შიდა ქართლში. ეს არის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)