2021-04-02 16:56:32, 823 ნახვა
კომენტარი
მარია ზახაროვა - თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა, პროვოკაციაა!
მოსკოვი თვლის, რომ თბილისში, გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფასა და ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციას, ერთი ჯაჭვი აკავშირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ მათგან, ექსტრემისტული ძალებისგან საქართველოში ნებისმიერი მცდელობის გამოყენებას იმისთვის, რომ გაართულონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისივე თქმით, ვერანაირი მოტივი ვერ გაამართლებს ვანდალებს, რომლებმაც დააზიანეს ძეგლი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან