20:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 21:12:57, 1015 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „ენმ“ მოლაპარაკებებზე მიშას კანდიდატურას არ წარადგენს

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „ენმ“ მოლაპარაკებებზე მიშას კანდიდატურას არ წარადგენს“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება მოლაპარაკებების ჩაშლაა.

„სურათი დახატა ისე, თითქოს სააკაშვილი წყვეტს აქეთ მხარეს ოპოზიციის პოზიცია რა იქნება, არის ჩვეულებრივი ოცნების ნარატივი, რომ აქეთ ჩვენ ვართ და იქით მიშაა.

ასე არ არის და ვერც მიშა და ვერც ნაციონალური მოძრაობა ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს, აქეთ მხარეს რა იქნება. გასაგებია, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ასე არ არის, რომ მათ ერთპიროვნულად რამე გადაწყვიტონ. ვერც მიშა ვერ გადაწყვეტს. მისი საუბარი არის ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა.

სერიოზულად და საჯაროდ ნაციონალური მოძრაობა საკითხს არ დააყენებს, რომ ჩვენი სახელით იქ მიშა უნდა იჯდესო.

თუ დააყენებს ნაციონალური მოძრაობა, ჩემი და ყველას დამოკიდებულება ცალსახად იქნება, რომ ჩაშლა უნდათ მოლაპარაკებების, იმიტომ, რომ ეგ მაგას ნიშნავს.

ნაციონალური მოძრაობა ახლა რომ გამოვიდეს და თქვას, ჩვენგან აუცილებლად მიშამ უნდა ილაპარაკოსო – ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არ იზამენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics