2021-03-15 17:31:00, 376 ნახვა
კომენტარი
გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ივერი მელაშვილს პატიმრობის პერიოდში ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება არ ეძლეოდა
ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მელაშვილს პატიმრობის პერიოდში პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება ადვოკატებთან არ ეძლეოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატებმა მასთან დოკუმენტების განხილვა და გასაუბრებაც ვერ შეძლეს.
„როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა ბატონო მელაშვილი, მას არ ეძლეოდა საშუალება პირსიპირ კომუნიკაციის ადვოკატთან, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ მასთან პირისპირ არ გვისაუბრია, ასევე არ გვეძლეოდა საშუალება მასთან ერთად დოკუმენტები განგვეხილა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,