12:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 15:44:59, 466 ნახვა

კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - ბევრად უფრო სიღრმისეული შეხვედრა იყო და სანამ კრისტიან დანიელსონი საქართველოშია რაიმე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ბევრად უფრო სიღრმისეული შეხვედრა იყო და სანამ კრისტიან დანიელსონი საქართველოშია რაიმე შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

მისივე თქმით, ყველა მხარე აცნობიერებს კომპრომისების აუცილებლობას.

„ბევრად უფრო სიღრმეებში წავედით ვიდრე აქამდე იყო და ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ ამ მომენტში კომპრომისები ორივე ჯგუფისგან არის საჭირო და ასევე ყველა აცნობიერებს, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, სანამ ეს ადამიანი აქ იმყოფება რათა შევძლოთ და მივაღწიოთ რაიმე შეთანხმებას, რომელიც ქვეყანაში არსებულ ღრმა კრიზისს განმუხტავს.

იმედია ყვეელაფერი სწორედ შეთანხმებით დასრულდება. ამ ეეტაპზე ჩვენ არ ვიცით რაზეა თანახმა „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო მეტად ინფორმატიული და ბევრად უფრო დეტალებში წავედით საკითხების განხილვის დროს. გვესმის რომ ცოტა დროა და იმედია ყველაფრის გათვალისწინებთ მივალთ საბოლოო შეთანხმებამდე“, - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics