15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 13:19:48, 462 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე, ის უნდა გადადგეს

„მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე, ის უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიცია.

„ოპოზიციამ უნდა შეათანხმოს პოზიცია.

ჩემს აზრს ვიტყვი - ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის რანგში არ არის სიცოცხლისუნარიანი პროექტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს და არც ის მიმაჩნია, რომ მასთან უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები.

თუმცა, მოლაპარაკებები, თავისთავად, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ასე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა“, - განაცხადა სალომე  სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics