23:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 23:19:24, 599 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - აუდიოჩანაწერი 2010 წლისაა და ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებით არის გაკეთებული

„აუდიოჩანაწერი 2010 წლისაა და ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებით არის გაკეთებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ათეულ ჩანაწერზეა საუბარი.

„ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი.

ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებით, „კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ მიმართულებით საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და მასში რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს, დასაგმობია. უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ასეთი ქმედებები, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ, არის დასაგმობი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics